რალფ რანგნიკი: " ის რაც კვარამ გააკეთა, მესის, ნეიმარს და მბაპეს არასდროს გაუკეთებიათ"
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი, პსჟ-ს მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების მიზეზებზე საუბრობს. 42-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილების ტიტულოვანი გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაა.
"იცით, რატომ მოიპოვა პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის თასი ამდენი ფულის დახარჯვის შემდეგ? ისინი 10 ან 15 წელია ცდილობენ, უზარმაზარი თანხები დახარჯეს. ახლა მთავარმა ვარსკვლავებმა გუნდი შეიცვალეს. არც მბაპე, არც მესი და არც ნეიმარი არ არიან იქ და უცებ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. დამთხვევაა? არა. მათ ეს გზა გაიარეს.
წარმატების ახსნისთვის შესანიშნავი მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ინტერნთან, მაშინ როცა ანგარიში 4:0 გახლდათ და საფინალო სასტვენამდე 20 წუთი რჩებოდა, მეტოქისთვის ბურთის ასართმევად ნახევარ მოედანზე მეტი გაირბინა. არასდროს მინახავს, რომ მესის, ნეიმარს ან მბაპეს ასეთი რამ გაეკეთებინოს: სწორედ ამაშია გუნდის ძალა", - ამბობს რალფ რანგნიკი.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ახლა ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამოდის და ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, სიეტლში, მასპინძელ სიეტლ სანდერსს უნდა შეხვდეს. მატჩი 23 ივნისს შედგება.