Belive

რა უთხრა ვილი სანიოლმა ფეხბურთელებს გასახდელში?

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, ლუქსემბურგს მოუგო (2:0) და ისტორიაში, თანაც ზედიზედ მეორედ, ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ფეხბურთელებს გასახდელში ესაუბრა და ფინალური მატჩის წინ კონცენტრაციის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. ფეხბურთელებთან საუბრის ვიდეოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

უეფას ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. მატჩი 26 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები