Belive

რა შეფასება დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა

1 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურის შეხვედრაში "ლიონმა" საკუთარ არენაზე "სენტ ეტიენი" 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ალექსანდრ ლაკაზეტმა 29-ე წუთზე გაიტანა.

მატჩში შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, Sofascore-მა მას ყველაზე მაღალი 8.3 შეფასება დაუწერა, ქართველი შემტევი ბურთს 57-ჯერ შეეხო, 28 გადაცემიდან 21 ზუსტად შეასრულა (75%), კარში 3-ჯერ დაარტყა, ერთხელ დარტყმული კი დაუბლოკეს, 5-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და ხუთივე წარმატებული გამოდგა, 12 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 7-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-მა ზურიკოს 8.0 დაუწერა და აქაც ყველაზე მაღალია.

გიორგი მიქაუტაძე მატჩში მე-80 წუთზე ჩაერთო და Sofascore-მა მას 6.7 შეფასება დაუწერა, ჟორჟმა ამ დროში ერთხელ კარში დარტყმა მოახერხა, ბურთს 5-ჯერ შეეხო, 4 გადაცემიდან 3 ზუსტი იყო (75%).

Whoscored-მა გიორგი მიქაუტაძეს 6.2 შეფასება დაუწერა.

"ლიონი" სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-5 ადგილზეა (5 მოგება, 3 ფრე, 3 მარცხი), გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო მატჩს სანაკრებო შესვენების შემდეგ 24 ნოემბერს "რეიმსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება.

"სენტ ეტიენი" 10 ქულით მე-16 ადგილზეა (3 მოგება, 1 ფრე, 7 მარცხი), ზურიკო დავითაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს სანაკრებო შესვენების შემდეგ 23 ნოემბერს "მონპელიეს" წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილს 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, გიორგი მიქაუტაძეს კი 2 გოლი და 1 ასისტი.

სხვა სტატიები