Belive

"შეთავაზება მზადდება" - მიქაუტაძის იტალიაში ტრანსფერი რეალური ხდება

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის დამატებით იტალიური და ინგლისური გუნდები, ასევე გალათასარაი ინტერესდებიან.

გასული პერიოდის განმავლობაში, 24 წლის ქართველ ფეხბურთელზე ბევრს საუბრობენ, ყველაზე აქტუალური კი იტალიური გრანდის, რომას ინტერესი ხდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომას ხელმძღვანელობა აპირებს, რომ უახლოეს პერიოდში, ლიონის ოლიმპიკს ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნოს და საკითხი დააჩქაროს.

ტრანსფერის დროულად განხორციელება ორივე გუნდისთვის პრიორიტეტულია: ოლიმპიკისთვის დავალიანებების დასაფარად და ლიგა 1-ში დასარჩენად, ჯალოროსისთვის კი ახალი სეზონისთვის სრულფასოვნად მოსამზადებლად.

საკითხი, რომელიც მოლაპარაკებებს აჭიანურებს, სატრანსფერო თანხაა, რომა 18 მილიონ ევროს იხდის, ლიონს კი 20 მილიონი სურს.

დიდია ალბათობა, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის თანაბომბარდირის დასამატებლად რომა შეთავაზებას ახლო მომავალში გაამზადებს და გააგზავნის.

საქართველოს ნაკრების ფორვარდს ლიონის ოლიმპიკში დაბრუნების შემდეგ, 47 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი და 11 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები