რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ბარსელონასთან მატჩში?
ლა ლიგაში პირველი ტურის მატჩში ჩაატარა გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ". რუბენ ბარახას გუნდმა შინაურ კედლებში "ბარსელონას" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
პირველ ტაიმის მიწურულს ანგარიში უგო დურომ გახსნა, თუმცა რობერტ ლევანდოვსკიმ ჯერ პირველი ტაიმის დამატებით დროში, ხოლო შემდეგ მეორე ტაიმის სტარტზე დუბლი შეასრულა და თავის გუნდს პირველი 3 ქულა მოუტანა.
მამარდაშვილი კარს ტრადიციულად, 90 წუთის განმავლობაში იცავდა. და ამ დროში 6 სეივი შეასრულა.
Flashscore-ს ვერსიით გუნდში საუკეთესო სწორედ ქართველი მეკარე იყო 7.1 შეფასებით. Sofascore-მ მამარდას ასევე 7.1 არგუნა, თუმცა დიეგო ლოპესს მასზე უკეთესი შეფასება ჰქონდა - 7.2. რაც შეეხება whoscored-ს, აქ გიორგის შეფასება 6.5 იყო.
მომდევნო მატჩს "ვალენსია" 23 აგვისტოს, 21:00 საათზე, "სელტას" წინააღმდეგ ჩაატარებს.