Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ვილიარეალის წინააღმდეგ?

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრაში "ვილიარელი" "ვალენსიას" შეხვდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი გოლი ვილიარეალთა ნახევარმცველმა პაპე გუიემ 32-ე წუთზე გაიტანა, "ღამურებმა" კი მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე უმარ სადიქის გოლის წყალობით გაათანაბრეს.

გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, Sofascore-მა ქართველ მეკარეს 7.2 შეფასება დაუწერა, მამარდას 3 სეივი ჰქონდა, ბურთს 42-ჯერ შეეხო, 34 გადაცემიდან 29 ზუსტად შეასრულა.

"ვალენსია" ლა ლიგის ცხრილში 23 ქულით მე-17 პოზიციაზეა (5 მოგება, 8 ფრე, 11 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 22 თებერვალს, 21:30 საათზე, "ატლეტიკო მადრიდის" წინააღმდეგ გამართავს.