Belive

რა შეფასება დაიმსახურა გაბრიელ სიგუამ ივერდონთან მატჩში?

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

შვეიცარიის ჩემპიონატის მე-13 ტურში, ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, "ბაზელმა", რომელსაც საკმაოდ რთული პერიოდი აქვს და ცხრილში მისთვის უჩვეულო, ბოლო, მე-12 პოზიციაზე იმყოფება, 9-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა.

"ბაზელისთვის" ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება დედაქალაქელებს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ მოუტანა - 18 წლის ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მატჩის 56-ე წუთზე შემოვიდა და 85-ზე გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა.

ქართველმა ფეხბურთელმა ამ კარგი მატჩის შემდეგ სხვადასხვა სტატისტიკური პლატფორმების მხრიდან გამორჩეული შეფასებაც დაიმსახურა (7.4) და ამ კუთხით იმ 32 მოთამაშეს შორის, რომელმაც შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, საუკეთესო გახლდათ.

გაბრიელ სიგუას დეტალური სტატისტიკა "ივერდონის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში:

ნათამაშები დრო: 34

გოლი: 1

ბურთთან შეხება: 20

პასის სიზუსტე; 8/12

საკვანძო პასი: 2

მოგებული ორთაბრძოლა მოედანზე: 2/3

მოგებული ორთაბრძოლა ჰაერში: 1/4

"ბაზელი" 12 ტურის შემდეგ 2 მოგებით, 2 ფრითა და 8 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი ქართველი ფეხბურთელის გუნდი "სერვეტის" წინააღმდეგ, 12 ნოემბერს გამართავს.

გაბრიელ სიგუამ ივერდონს გაუტანა
გაბრიელ სიგუამ ივერდონს გაუტანა (ვიდეო)

სხვა სტატიები