Belive

ქუთაისის ტორპედომ 20 წლის ბრაზილიელი მცველი დაიმატა

5 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქუთაისის "ტორპედო" ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას და შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს.

2024 წლის სეზონის ეროვნული ლიგის მეორეადგილოსანს კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. ქუთაისურ გუნდში მორიგი ლეგიონერი, ბრაზილიელი ფლანგის შემტევი, რაფაელ რეიშ ლიმა ჩაირიცხა.

20 წლის ფეხბურთელის კარიერა ბრაზილიურ "კორინთიანს პაულისტაში" იწყება, საიდანაც ის კვიპროსში, ლიმასოლის "აელში" გადაბარგდა, ხოლო "ტორპედომდე" სამშობლოში, „ვოტუპორანგუენსეს“ შემადგენლობაში თამაშობდა.

ქუთაისის "ტორპედოსთან" ახალგაზრდა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2 წლით გააფორმა. ის რამდენიმე კვირაა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და „ტორპედოს“ ესპანურ შეკრებაზეც ახლდა, სადაც ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა.

ქუთაისის "ტორპედო" ახალ სეზონს ეროვნულ ლიგაში 1 მარტს, "გაგრასთან" გასამართი საშინაო მატჩით დაიწყებს.

სხვა სტატიები