Belive

ქობულეთის შუქურა ლიგა 4-ში დააქვეითეს - აჭარლები რუსთავმა ჩაანაცვლა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის ყველაზე სუსტი გუნდი ქობულეთის "შუქურა" იყო.

აჭარულმა გუნდმა საფინალო სამ მატჩში სარეკორდო ანგარიშით - 0:9 წააგო, ეროვნული ლიგის არსებობის ისტორიაში (10-გუნდიანი ფორმატი 2017 წლიდან) ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაუშვა და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულათა მაჩვენებლით ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, პოპულარული საფეხბურთო გვერდის, Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფინანსური პრობლემების გამო "შუქურას" კიდევ უფრო დაქვეითება ელოდებოდა, ოფიციალურად დადასტურდა. შემდეგი სეზონის ცხრილისთვის აჭარული გუნდის საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სწორედ რანგით მეოთხე ლიგაშია დაქვეითებული.

რაც შეეხება ეროვნულ ლიგა 2-ში მეათე ადგილს, ამ პოზიციას "რუსთავი" დაიკავებს, რომელიც წინა სეზონში ლიგა 3-ში გამოდიოდა და პლეი-ოფში თბილისის "ლოკომოტივთან" დამარცხდა.

სხვა სტატიები