Belive

გიზი მამაგეიშვილი: "ევროპის ჩემპიონატის ემოციები დავიწყებული მაქვს და იბერიასთან ერთად წარმატებაზე ვკონცენტრირდები"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის საწყის შესარჩევ ეტაპზე შვედურ მალმიოსთან მატჩამდე, იბერია 1999-ს კაპიტანი, გიზი მამაგეიშვილი საუბრობს.

"ევროპის ჩემპიონატზე განცდილი ემოციები ჩამცხრალია და სრულფასოვნად მზად და კონცენტრირებული ვარ იბერიასთან ერთად წარმატების მიღწევაზე.

მე ბულგარეთში ჩატარებულ შეკრებაზე 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშის გამო მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ როგორც გადმოცემით ვიცი, ყველაფერმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.

წინა სეზონში, ბასაქშეჰირიდან რამდენიმე ფეხბურთელის დასახელება შემეძლო, ახლა ასეთი გამოკვეთილი მოთამაშეები მალმიოში არ არიან, მაგრამ მწვრთნელები მაქსიმალურად სწორად მოგვამზადებენ, ინფორმაციას მოგვაწვდიან და შევეცდებით, ეს ყველაფერი გამოვიყენოთ", - ამბობს გიზი მამაგეიშვილი.

იბერია 1999 საწყის მატჩში მალმიოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 8 ივლისს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები