Belive

ყაზანის გრანდ სლემი: შემაჯამებელი დღე - 4 ფალავნის იმედად (პრევიუ)

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ყაზანის გრანდ სლემი 7 მაისს დასრულდება. ბოლო საშეჯიბრო დღეს კი საქართველოს ნაკრების სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს: იმედა გოგოლაძე, ლუკა მაისურაძე, ონისე სანებლიძე და საბა ინანეიშვილი.

-90 კგ 

-90 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება: იმედა გოგოლაძე და ლუკა მაისურაძე. იმედა გოგოლაძე ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ალჟირელი - აბდერრაჰმან ბენამადი. ალჟირელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი მისი მეტოქე, მსოფლიოს ჩემპიონი, სერბი - ნემანია მაიდოვი იქნება. რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, ლუკა პირველად იჭიდავებს -90 კგ წონით კატეგორიაში, როგორც მოგეხსენებათ იგი -81 კგ-ში მონაწილეობდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალიც სწორედ 81-კგში აქვს მოპოვებული. ლუკა ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე სენეგალელი - აბდერაჰმან დიაო იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი მაისურაძე, შვედ - მარკუს ნიმანს ეჭიდავება.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ონისე სანებლიძე დაიცავს. ონისე განთესილი არ იქნება, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც მეტოქედ, ქუვეითელი - აბდულაჰ ტალები ეყოლება. გამარჯვების შემთხვევაში კი ბულგარელ - ბორის გიერგიევსა და უზბეკ - მუჰამადკარიმ ხურრამოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

+100 კგ

თბილისის გრანდ სლემის შემდეგ, პირველად იჭიდავებს საბა ინანეიშვილი, რომელიც +100 კგ წონით კატეგორიაში გვეყოლება. საბა საკმაოდ რთულ ბადეში მოხვდა, სადაც ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მეტოქედ, სამხრეთ კორეელი - იაეგუ იონი ეყოლება. გამარჯვების შემთხვევაში კი ბელარუს მეტოქეს - ალექსანდრ ვახავიაკს დაეჭიდება. იმ შემთხვევაში თუ ინანეიშვილი ბელარუს მეტოქეს დაამარცხებს, მისი მეტოქე, უძლიერესი რუსი - ტამერლან ბაშაევი იქნება. წინასწარი შეხვედრები 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები