"ქართველმა ჯორჯ ბესტმა ფანტასტიკური ფორმა დაიბრუნა" - GOAL-მა კვარაცხელია 25 საუკეთესოს შორის შეიყვანა
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოპულარული ბრიტანული საფეხბურთო მედია საშუალება GOAL საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
GOAL ტრადიციულად, ყოველი წლის ზაფხულში იმ 25 ფეხბურთელის სიას აქვეყნებს, რომლებმაც მათი აზრით გასულ სეზონში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს და ფეხბურთის თანამედროვეობის ელიტას წარმოადგენენ. ამ ვარსკვლავურ სიაში 24 წლის ქართველის შესახებ საუბრობენ.
"გულწრფელად უნდა ვაღიაროთ: დარწმუნებული არ გახლდით ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში გადასვლის სისწორეში, რომელსაც ისედაც არ აკლდა ფლანგელი შემტევები. თუმცა, ეს ზუსტად ის გამოდგა, რაც გუნდსაც და ფეხბურთელსაც სჭირდებოდათ.
პარკ დე პრენსზე ქართველმა ჯორჯ ბესტმა დაიბრუნა ის ფანტასტიკური ფორმა, რაც ნაპოლის 2023 წელს სკუდეტოს გვალვის დასრულებაში დაეხმარა. მისი საოცარი თამაშით პსჟ-მ სადებიუტოდ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ოქროს ბურთის სერიოზულ პრეტენდენტად წარმოჩინდა", - წერს Goal.com.
ხვიჩა კვარაცხელიამ 2024/25 წლების სეზონში სერია A და ლიგა 1, საფრანგეთის თასი და უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო, კიდევ ერთ ტიტულს ქართველი ფეხბურთელი 13 ივნისს შეუტევს, როცა ევროპის სუპერ თასზე იტალიის ქალაქ უდინეში, ტოტენჰემს შეხვდება.