Belive

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩზე იმუშავებიან

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეექვსე ტურის მატჩს, ბერძნულ "პაოკსა" და ფინურ "ჰიკს" შორის ქართველი მსაჯები უხელმძღვანელებენ.

14 დეკემბერს, საბერძნეთში გასამართი შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, გვერდითი მსაჯები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია იქნებიან, ხოლო მეოთხე არბიტრად ალეკო აფციაური იმუშავებს.

აღნიშნული მატჩი 14 დეკემბერს, სალონიკში გაიმართება და თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

ბერძნული გუნდი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია და პირველი პოზიცია გარანტირებული აქვს, რაც შეეხებათ ფინელებს მათ შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი არ აქვთ.

სხვა სტატიები