Belive

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩზე იმუშავებენ

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში გიორგი ქვილითაიას კვიპროსული ლიმასოლის არისი ბერძნულ ათენის აეკს უმასპინძლებს.

მატჩზე მსაჯთა გუნდი ქართველი არბიტრებით დაკომპლექტდება. მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი, გვერდითი მსაჯები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია, მეოთხე მსაჯი კი ბაქარ ბრეგაძე იქნება.

კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდიდან საქმეში ვიდეო ასისტენტ რეფერიც ერთვება. ვიდეო რეფერის როლში გამოცდილი გერმანელი საშა შტეგემანი იმუშავებს, მისი ასისტენტი კი ალეკო აფციაური იქნება.

გიორგი ქვილითაიას გუნდი საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს 7 ივლისს შეხვდება. შეხვედრა საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები