უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: "ჩრდილოეთ ირლანდიასთან წაგებას არ იმსახურებდით"
8 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრების მეტოქე უკრაინა იქნება.
მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანდრეა მალდერა, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.
"რომან იარემჩუკი კარგ ფორმაშია, მაგრამ მიკოლენკოსთან დაკავშირებით მცირე პრობლემა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ჯობია, არ გავრისკოთ.
ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ფეხბურთელების კარგ ფორმაში ყოფნას და მათ მიერ ნაჩვენებ ხასიათს აქვს.
საქართველოს ნაკრებთან მატჩში ჩვენი გუნდის მეკარე ანატოლი ტრუბინი იქნება, საწყის მატჩში რიზნიკს ვენდეთ, ახლა კი კარს ტრუბინი დაიცავს.
ჩვენი გუნდი ორ ნაწილად ვარჯიშობს, განსხვავებული დატვირთვით. მაქვს ფართო ტექნიკური და ტაქტიკური არჩევანი.
საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და ეს გუნდის ემოციურ განწყობაზე ძალიან მოქმედებს. ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვფოკუსირდეთ და არე ვიფიქროთ მეტოქის მწვრთნელის ცვლილებაზე.
ხვიჩა კვარაცხელია გენიალური ფეხბურთელია და მე ნაპოლიში ჩატარებული სეზონებიდან მოყოლებული ის ძალიან მომწონს. კვარა პსჟ-ში ის ილია ზაბარნის თანაგუნდელია და ვფიქრობ, ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს.
ხვიჩა კვარაცხელია გენიალური ფეხბურთელია და მე ნაპოლიში ჩატარებული სეზონებიდან მოყოლებული ის ძალიან მომწონს. კვარა პსჟ-ში ილია ზაბარნის თანაგუნდელია და ვფიქრობ, ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს.
ამ მატჩში ფავორიტის დასახელება ძნელია. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან წაგებას არ იმსახურებდა.
ზაბარნი და კვარა კარგი მეგობრები არიან, მაგრამ ამ მატჩში მათ ერთმანეთთან მეტოქეების სტატუსით შეხვედრა მოუწევთ.
მე, როგორც იტალიელს, ჩემს ქვეყანაში წარმატებით მოთამაშე ბევრი ქართველი მინახავს და ვიცი, რომ ტექნიკური, ტაქტიკური და ფიზიკური თვალსაზრისით თქვენ ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გყავთ", - ანდრეა მალდერა.
საქართველოს ნაკრები უკრაინას 28 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.