ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში, ერთმანეთს ქართველი კალათბურთელების კლუბები - "ტენერიფე" და "ბეტისი" დაუპირისპირდნენ. "ტენერიფეში" გიორგი შერმადინი, "ბეტისში" კი ბექა ბურჯანაძე ირიცხება.
მატჩი ძალიან დრამატული გამოდგა, თამაშის ბედი კი დამატებით დროში (OverTime) გადაწყდა. საბოლოოდ გამარჯვებული გიორგი შერმადინის "ტენერიფე" გახდა, რომელმაც "ბეტისი" 99:97 დაამარცხა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე ქართველმა კალათბურთელმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 32:13 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 20 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო. საბოლოოდ გიორგი შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.
რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს, ბექამ პარკეტზე 31:02 წუთი ითამაშა, სადაც მისი მონაგარი შემდეგი იყო: 18 ქულა და 4 მოხსნა.
"ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატში მე-6 ადგილს იკავებს, "ბეტისი" კი ბოლო ადგილზე იმყოფება.