ბასილაშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო და მაიამის მასტერსს გამოეთიშა
საქართველოს პირველი ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, მაიამის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე იღებდა მონაწილეობას, სადაც კვალიფიკაციის ნახევარფინალში, მას ამერიკელი მეტოქე - მაკენზი მაკდონალდი ჰყავდა.
პირველი სეტი ამერიკელი ჩოგბურთელის მარტივი გამარჯვებით, ანგარიშით 1:6 დასრულდა, რომელიც სულ რაღაც 19 წუთი გაგრძელდა. მეორე სეტში კი ბასილაშვილმა მაქსიმალური რესურსი ჩადო და 1 საათიან თრილერში ტაიბრეიკში გაიმარჯვა (7:6).
მესამე სეტი კი კვლავ ქართველის ბრეიკიანი უპირატესობით დაიწყო, შემდეგ კი 2:0-ით გაგრძელდა, თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც ქართველი ჩოგბურთელი 2:1 იგებდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდების წინ სამედიცინო შესვენება მოითხოვა - კორტზე ექიმები შემოვიდნენ, თუმცა ცალსახა იყო, რომ ბასილაშვილს მარცენა მხარი ძალიან აწუხებდა. მიუხედავად დიდი დისკომფორტისა, ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში გააგრძელა, თუმცა 2:3 მარცხდებოდა, როდესაც დისკომფორტის და მძიმე ტკივილის გამო თამაში შეწყვიტა, შესაბამისად იგი ტურნირს გამოეთიშა, შემდეგ ეტაპზე კი მაკენზი მაკდონალდი გავიდა.
