Belive

ევროპაში გავლიდერდით - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ისტორიული შედეგი

7 თვის წინ სხვა
1 წთ

23 აპრილს , მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც 27 აპრილს, გუნდური პირველობითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი (ინდივიდუალური) 2 ოქროსა (სარდალაშვილი, სულამანიძე) და 2 ვერცხლის (ლიპარტელიანი, გრიგალაშვილი) მედლით დაასრულა, ყველაზე სასიამოვნო ფაქტი კი ბოლო საშეჯიბრო დღეს დაფიქსირდა, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.

  • ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატის გუნდური პირველობა ისტორიაში მესამედ მოიგეს, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგია - აქამდე 2-2 ჯერ ჰქონდათ მოგებული საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს.

  • ასევე ისტორიული მეოთხე მედალი მოვიპოვეთ ევროპის გუნდურ პირველობაზე, რაც ასევე საუკეთესო შედეგია - 4-ჯერ მედალი არავის, არასდროს მოუგია.

ისტორიული ევროპის ჩემპიონატი 2025
2025 წლის ევროპის ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები

შეგახსენებთ, რომ უმნიშვნელოვანესი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც 13-19 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

სხვა სტატიები