Belive

პრობლემები გაფრენამდე - ნაპოლი პორტუგალიაში დაგვიანებით გაემგზავრება

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" პორტუგალიურ "ბრაგასთან" სტუმრად გასამართი მატჩით დაიწყებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიური კლუბი პორტუგალიაში დაგვიანებით გაემგზავრება, ამის მიზეზი კი ნეაპოლის აეროპორტში შექმნილი პრობლემაა.

კონკრეტულად, "ნაპოლის" დელეგაცია თვითმფრინავში გაფრენამდე 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო რეისი არ შესრულდა და მათ ბორტის დატოვება მოუწიათ.

როგორც ირკვევა, "ნაპოლი" პორტუგალიაში მოგვიანებით გაფრინდება და ბრაგაში დაგეგმილზე უფრო გვიან ჩავა. ეს კამპანიური გუნდის განრიგზე იმოქმედებს და რუდი გარსიასა და მარიო რუის მატჩისწინა პრესკონფერენცია გადაიწევს.

"ნაპოლისა" და "ბრაგას" მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები