სვანაძის გუნდის დანაკლისი მატჩის დღეს: 21-წლამდელებს ცენტრალური მცველი გამოაკლდათ
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურში, გერმანიას უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდს, მატჩის დღეს ტრავმის მიზეზით ერთ-ერთი ლიდერი, ცენტრალური მცველი, ლუკა ლაცაბიძე გამოაკლდა.
დინამო თბილისში იჯარის წესით მოთამაშე და დონეცკის შახტართან კონტრაქტის მქონე ლუკა ლაცაბიძის გარდა, გუნდს 2025 წლის დასკვნით შეკრებაზე ექსელსიორის ნახევარმცველი, ირაკლი იეგოიანიც ვერ ეხმარება.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა გერმანელ თანატოლებს 18 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა უმასპინძლოს. მატჩი 21:00 საათზე უნდა დაიწყოს.