Belive

კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში? ლონდონელებს საბა გოგლიჩიძის დამატება სურთ

6 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის დამატება ინგლისის ჩემპიონშიფის წარმომადგენელ გუნდს სურს.

უდინეზეს 21 წლის მცველი საკმარის სათამაშო დროს ვერ იღებს და ამ მიზეზით, შესაძლებელია გუნდი შეიცვალოს.

საუბარია გიორგი ჩაკვეტაძისა და ნიკოლოზ ჩიქოვანის უოტფორდზე, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

საბა გოგლიჩიძე ქუთაისის ტორპედოს აკადემიის აღზრდილია და საწყისი იტალიური გუნდი ემპოლი გახლდათ, რომლის სერია B-ში გავარდნის შემდეგ უდინეზეში გადაბარგდა, მაგრამ მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

უდინეზე 21 ტურის შემდეგ დაგროვებული 26 ქულით იტალიის ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა, უოტფორდს კი 26 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 41 ქულა აქვს და მერვე სატურნირო საფეხური უკავია.

სხვა სტატიები