პირველი შეჯიბრი ოლიმპიადის შემდეგ - ზაგრების გრან პრიზე 7 ძიუდოისტით ვიასპარეზებთ
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრები ოფიციალურად ბრუნდება.
პირველი შეჯიბრი ზაგრების გრან პრი იქნება, რომელიც 13-15 სექტემბერს გაიმართება, სადაც წამყვანი ნაკრებები პარიზის ოლიმპიადის შემდეგ ლიდერებს დაასვენებენ და შანსს ახალგაზრდებს მისცემენ.
სწორედ ასე ხდება საქართველოს ნაკრებშიც - ქართველი ძიუდოისტები ზაგრების გრან პრიზე 7 სპორტსმენით წარდგებიან.
შემადგენლობა
60 კგ: ლუკა მოდებაძე
66 კგ - თენგო ზირაქაშვილი
73 კგ: ბაჩანა ბოლქვაძე
81 კგ: კოტე კაპანაძე
90 კგ: გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე
+100 კგ: უჩა ტაბატაძე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლუკა მოდებაძესა და ბაჩანა ბოლქვაძეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნებათ. მათ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არასდროს უჭიდავიათ, ზაგრების გრან პრი კი მათთვის სადებიუტო იქნება.