Belive

'ის შეჯიბრიდან შეჯიბრამდე იხვეწება და ყველას აშინებს' | IJF ეთერ ლიპარტელიანზე

1 დღის წინ ქართული სპორტი
3 წთ

ლოზანას სადებიუტო გრანდ სლემზე, პირველ საშეჯიბრო დღეს ოქროს მედალი მოიპოვა, მოქმედმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა - ეთერ ლიპარტელიანმა, რომელიც კვლავ საოცარ ფორმაში იმყოფება და უძლიერეს მეტოქეებთან დომინანტია.

მის წარმატებას, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გვერდი გამოეხმაურა.

-57 კგ წონითი კატეგორიის ფინალი საშეჯიბრო დღის ერთ-ერთ მთავარ მშვენებად იქცა - ერთმანეთს ეთერ ლიპარტელიანი და სარა-ლეონი სისიკი დაუპირისპირდნენ. 26 წლის ქართველი ძიუდოისტი ლოზანაში ამ წონის ერთ-ერთ ფავორიტად ჩავიდა. მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფმა ლიპარტელიანმა. 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მეხუთე ადგილოსანმა, მომდევნო წელს ბუდაპეშტში ისტორია დაწერა და გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელიც ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2019 წლის ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონმა წარმატებული სვლა გააგრძელა - 2026 წელს თბილისში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რასაც კონტინენტური პირველობების კიდევ ხუთი მედალი და დიდი სლემის 12 ჯილდო შემატა (მათ შორის 2 ოქრო).

მის პირისპირ იდგა სისიკი - სპორტსმენი, რომელსაც უდიდეს არენებზე ასპარეზობის კოლოსალური გამოცდილება აქვს. ლოზანის ტურნირამდე მსოფლიო კლასიფიკაციაში მეხუთე პოზიციაზე მყოფ 28 წლის ფრანგს 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. 2026 წლის სეზონით მან ელიტაში დაბრუნება დაადასტურა: ოქრო პარიზის დიდ სლემზე, ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე და ვერცხლი ულან-ბატორის დიდ სლემზე. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორს (როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ ჩათვლაში) ტიტულისთვის საბრძოლველად ყველა საჭირო რეგალია გააჩნდა.

ფინალური ორთაბრძოლა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. ორივე სპორტსმენი ცდილობდა სასურველი ჩავლების აღებას, რათა თავისი საფირმო, მძლავრი და ეფექტური ილეთები განეხორციელებინა. ეს თანაბარი ბრძოლა მანამ გაგრძელდა, სანამ ლიპარტელიანმა მძლავრი თეძოდან გდება არ შეასრულა, რამაც სისიკს გადარჩენის შანსი არ დაუტოვა. ფრანგი ძიუდოისტი ჰაერში სუფთად დატრიალდა და პირდაპირ ზურგზე დაეცა. ეს იყო უდავო იპონი - მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ტურნირის ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ეთერ ლიპარტელიანის პირველი რეაქცია ჩემპიონობის შემდეგ

მოგვიანებით ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედლის მოპოვება აღნიშნა და პირველი კომენტარიც გააკეთა.

„ოქროს მედლის მოპოვება ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. სარა ძალიან ძლიერი მეტოქეა და მასთან ყოველთვის დაძაბული ბრძოლები მაქვს, ამიტომ უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ფინალში გამარჯვება გავიფორმე.“ - ეთერ ლიპარტელიანი
ლოზანას გრანდ სლემის 57 კგ წონითი კატეგორიის კვარცხლბეკი

სხვა სტატიები