Belive

ჩემპიონობა და 2 ბრინჯაო - პირველი დღე ტოკიოში

20 საათის წინ ქართული სპორტი
2 წთ

2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ტურს ტოკიოს გრანდ სლემი ხურავს, რომელიც 6-7 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქში იმართება.

ტურნირის პირველ დღეს ტატამიზე 6 ქართველი ვიხლეთ: გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ილია სულამანიძე/ნიკა ხარაზიშვილი (100 კგ), ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ), ეთერ ლიპარტელიანი/ნინო ლოლაძე (57 კგ).

ილია სულამანიძე ტურნირის ჩემპიონი გახდა - ის მხოლოდ მეოთხე ქართველია, ვინც ტოკიოს გრანდ სლემზე ამის გაკეთება შეძლო: დავით ბოდაველი (საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში/1982), ავთანდილ ჭრიკიშვილი (2015), ბექა ღვინიაშვილი (2019). ილიამ ჯერ სამხრეთ კორეელ ძიუდოისტს სძლია, შემდეგ გზიდან ორი რუსი ჩამოიშორა (ნიაზ ბილალოვი და მატვეი კანიკოვსკი), ფინალში კი ადგილობრივი დოტა არაი დაამარცხა ბრწყინვალე იპონით,

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა და 23-წლამდე ევროპის ჩემპიონმა გიორგი ჯაბნიაშვილმა. ბრინჯაოს ფინალში, ლიპარტელიანმა ნავსი გატეხა და პირველად აჯობა ფრანგ სარა ლეონ სისიკს, ხოლო ჯაბნიაშვილმა იტალიელი ტიციანო ფალკონე დაამარცხა.

პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, საქართველო რუსეთთან ერთად მეორეა (1 ოქრო და 2 ბრინჯაო), ხოლო მასპინძელმა იაპონელებმა უკვე დააგროვეს 5 ოქრო, 7 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.

სხვა სტატიები