პირველი ნომერი გაანადგურა - მარიამ ბოლქვაძე 125-ქულიანი შეჯიბრის 1/8-ფინალშია!
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
26 წლის ქართველი ჩოგბურთელი - მარიამ ბოლქვაძე, პოლონეთში, კერძოდ კი ვარშავაში მიმდინარე 125-ქულიან შეჯიბრში მონაწილეობას, რომლის საპრიზო ფონდიც $115,000 აშშ დოლარია.
მარიამი ასპარეზობაში 1/16-ფინალიდან ჩაერთო, სადაც შეჯიბრის პირველ ნომრად განთესილ, მსოფლიოს 109-ე ჩოგბურთელს - რებეკა სრამკოვას დაუპირისპირდა და ძალიან მარტივად, 2 სეტში: 1:6; 2:6 დაამარცხა.
მარიამ ბოლქვაძემ ამ გამარჯვებით 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე, პოლონელ - ჯინა ფრისტელსა და კვიპროსელ - რალუკა ჯორჯინა სერბანს შორის გამარჯვებული იქნება.
ასევე, ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს ლაივ რეიტინგში 5 პოზიციით წინ წაიწია და ახლა 252-ე ჩოგანია.