Belive

ეკო გორგოძე 125-ქულიანი ჩელენჯერის 1/4-ფინალში გავიდა!

4 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

34 წლის ქართველი ჩოგბურთელი - ეკატერინე (ეკო) გორგოძე, სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში მიმდინარე 125-ქულიანი შეჯიბრზე იღებს მონაწილეობას (თიხის საფარი). შეჯიბრი 125-ქულიანია და საპრიზო თანხა $115,000 დოლარს აღემატება, სადაც ქართველი ჩოგბურთელი მე-5 ნომრად არის განთესილი.

ეკომ 1/8-ფინალში ჩეხი მეტოქე - ლუსი ჰავლიჩკოვა 3 სეტში: 6:7 ; 6:1 ; 3:6 დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა. მატჩი 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს მესამე სეტში გატეხა და საუკეთესო 8 ჩოგბურთელს შორის მოხვდა.

ეკოს მეტოქე 1/4-ფინალში, იტალიელი - ნოემი ბაზილეტი იქნება, რომელიც მსოფლიოს 277-ე ნომერია.

შეჯიბრის მოქმედი ჩემპიონი, 25 წლის სლოვენიელი - კაია იუვანია, რომელიც მიმდინარე წელს შეჯიბრს ტრავმის გამო ტოვებს.