ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსზე | პირველი მეტოქე ცნობილია
4 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
7-18 აგვისტოს ჩათვლით, აშშ-ში ცინცინატის მასტერსი გაიმართება, სადაც მონაწილეობას #1 ქართველი ჩოგბურთელი - ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს.
ბასილაშვილი ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, ამერიკელი - კრისტოფერ ეუბანკსი იქნება. იმისათვის რომ ბასილამ მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშოს, მან ჯერ ეუბანკსს უნდა აჯობოს, შემდეგ კი ტრისტან სკულკეიტსა და კოლტონ სმიტს შორის გამარჯვებულს უნდა მოუგოს.
ბასილაშვილისა და ეუბანკსის დაპირისპირება, 5 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 საათზეა ჩანიშნული.
უკვე ცნობილია, რომ ცინცინატის მასტერსზე მონაწილეობას მიიღებენ, მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს პირველი ნომერი - იანიკ სინერი, კარლოს ალკარასი, ტეილორ ფრიცი, ალექსანდ ზვერევი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და სხვა ჩოგბურთის ვარსკვლავები,.