Belive

პაულო ფონსეკა: "მიქაუტაძე ყოველდღიურად წინ მიიწევს"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ლიონის" მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს. პორტუგალიელი სპეციალისტი 24 წლის ქართველსა და მის კონკურენტ, გუნდის კაპიტან ალექსანდრ ლაკაზეტს შორის სტილისტურ სხვაობაზე აქცენტს აკეთებს და ამბობს, რომ მიქაუტაძე წინ მიიწევს.

"გიორგი მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის სურს ბურთის მიღება და ამავე დროს, ხშირად ეხმარება თანაგუნდელებს მოედნის ცენტრში.

ჩვენ ვიმუშავეთ იმისთვის, რომ იგი დაელოდოს შესაფერის მომენტს, რათა იპოვოს სივრცე და სიღრმე შეტევისთვის. მიქაუტაძე განუწყვეტლივ წინ მიიწევს.

როცა მოედნის ცენტრში ჩვენი გუნდი ბურთს ფლობს, უფრო დიდი დოზით ალექსანდრ ლაკაზეტი გვჭირდება, ხოლო გიორგი მიქაუტაძეს სხვა პოზიციების დაკავებაც შეუძლია", - ამბობს პაულო ფონსეკა.

მარტის თვეში გიორგი მიქაუტაძემ "ლიონის" შემადგენლობაში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, საქართველოს ნაკრებში კი სომხეთთან ორივე შეხვედრაში დუბლის გაფორმება შეძლო. გასული 5 შეხვედრაა ქართველი ფეხბურთელი გოლის გატანას ყველა მატჩში ახერხებს.

სხვა სტატიები