Belive

"ოლიმპიაკოსს დავითაშვილის ვარიანტი არ დაუვიწყებია" | ზურიკოს დამატება ბერძნულ გრანდს სურს

9 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და სენტ-ეტიენის შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი, შესაძლებელია ბერძნულ ოლიმპიაკოსს შეუერთდეს. "მწვანეებმა" ბერძნების საწყისი შეთავაზება დაბლოკეს, მაგრამ ახლა შესაძლებელია მოლაპარაკებები განახლდეს.

"ოლიმპიაკოსი ფრთის მოთამაშის პოზიციაზე სხვა ვარიანტებსაც აკვირდება. მას შემდეგ, რაც "მწვანეებმა" ბონუსების ჩათვლით 13.5 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება უარყვეს, ბერძნებს ეს მიმართულება ბოლომდე არ მიუტოვებიათ. საკითხი დღის წესრიგში რჩება, თუმცა სხვა ალტერნატივებსაც აფასებენ", - წერს Peuple-Vert.

ზურიკო დავითაშვილმა სენტ-ეტიენს გასულ სეზონში ულიდერა და ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გაიყვანა, საიდანაც პლეი-ოფის ფინალში გავიდა, მაგრამ ნიცასთან (1:4) წააგო. 25 წლის ქართველ ფეხბურთელს სეზონის განმავლობაში 16 გოლი და 5 საგოლე პასი დაუგროვდა და ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სხვა სტატიები