Belive

"ოცნება, ნდობა და მოტივაცია" | ნაკრების ახალწვეულების პირველი ემოციები

1 კვირის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ახალწვეულებმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა, გიორგი მაისურაძემ და ნოდარ ყალიჩავამ სადებიუტო გამოძახების შემდეგ, ეროვნული გუნდის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში ისაუბრეს.

გიორგი მოისწრაფიშვილი: "მადლობა მინდა გადავუხადო რამაზ სვანაძეს და სამწვრთნელო შტაბს ნდობის გამოცხადებისთვის. როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ჩემთვისაც საოცარი გრძნობა იყო, როდესაც მითხრეს, რომ ეროვნულ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული. ჩემი თამაშით, ჩემი შრომით მინდა, რომ ამ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო და, რა თქმა უნდა, ჩემთვის უცხო გარემო არ არის, ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ, ერთად გვითამაშია და გუნდთან ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს".

გიორგი მაისურაძე: "საჩუქარი, რომელიც ნაკრებისგან მივიღე, საპატიო ადგილს დაიკავებს ჩემს სახლში და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული საჩუქარია. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ხარ, როდესაც ეროვნულ ნაკრებში გიძახებენ. ძალიან მონდომებული უნდა იყო და მადლობა მინდა გადავუხადო რამაზ სვანაძეს, რომ მენდო. ვეცდები, ეს ნდობა გავამართლო და მაქსიმუმს გავაკეთებ ამ ნაკრებისთვის".

ნოდარ ყალიჩავა: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მადლობა სამწვრთნელო შტაბს. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა და, როგორც კი მექნება შანსი, რომ გუნდს დავეხმარო, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის".

საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვდრას გამართავს: 14 რიცხვში უნგრეთთან საშინაო კედლებში, 17-ში კი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან.

სხვა სტატიები