Belive

ოთარ კიტეიშვილი: "სრულიად განსხვავებულ საქართველოს ნაკრებს იხილავთ"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში გასამართი მატჩის წინ საქართველოს ეროვნული გუნდის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა.

 

„ნორვეგიასთან ბათუმში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებული თამაში გველის. ახლა მეტოქეა მასპინძელი, ჩვენ კი, სამი დღის წინ მძიმე და ბევრ რამეზე დამაფიქრებელი მარცხი ვიწვნიეთ. აუცილებელია გამოვავლინოთ ხასიათი, ვაჩვენოთ ჩვენი სულისკვეთება და ვითამაშოთ საუკეთესო თამაში ამ შესარჩევ ციკლში.

ესპანეთთან მძიმე მარცხის შემდეგ ბევრ რამეს სხვა კუთხით შევხედეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება, როგორ წარმოვაჩენთ თავს ასეთი მარცხის შემდეგ. ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მათთვის დიდი გამოცდილება იქნება მომდევნო მატჩი. დარწმუნებული ვარ, ხვალ სრულიად განსხვავებულ საქართველოს ნაკრებს იხილავთ", - თქვა ოთარ კიტეიშვილმა.

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის ეგიდით გასამართი მატჩი 11 სექტემბერს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები