Belive

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 21-ე ტურის საუკეთესო მეკარე გახდა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

წამყვანი ევროპული სტატისტიკური კომპანიების მონაცემებით, ქართველმა მეკარემ თავის პოზიციაზე მოთამაშეებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა (7.9) და საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა. მისმა გუნდმა ოთხეულში მყოფი ბილბაოს "ატლეტიკი" - 1:0 დაამარცხა, ქართველმა კი შესანიშნავად ითამაშა და კარის უსაფრთხოებაც მშრალად დაიცვა.

გიორგი მამარდაშვილთან ერთად საუკეთესოთა შორის მადრიდის "ატლეტიკოს", "ბარსელონას", "ჟირონას", "რეალ სოსიედადის", "ლას პალმასის", "რეალ ბეტისისა" და "ვილიარეალის" ფეხბურთელები მოხვდნენ.

"ვალენსიას" 21 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს დაგროვებული და მეშვიდე პოზიციას იკავებს, მეექვსე ადგილზე მყოფ "რეალ სოსიედადთან" ჩამორჩენა კი 3 ქულაა. შემდეგ მატჩს გიორგი მამარდაშვილის გუნდი 28 იანვარს, მადრიდის "ატლეტიკოსთან" სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები