Belive

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატში ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" შემტევი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის 30-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ავსტრიულმა სპორტულმა მედია საშუალება laola1-მა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და სათამაშო კვირის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელშიც ვებ-გვერდის მომხმარებლებმა საუკეთესოდ, სწორედ 28 წლის ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს. ავსტრიის ჩემპიონატის ტურის საუკეთესოდ გახდომაში ოთარ კიტეიშვილს მხარი გულშემატკივრის 36%-მა დაუჭირა.

ოთარ კიტეიშვილმა 30-ე ტურში "ჰარტბერგთან" (1:1) საჩემპიონო რბოლაში ძალიან მნიშვნელოვანი ქულის მომტანი გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

Your MVP of the 30th round: You have chosen

ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ავსტრიის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო და ახლა უკვე ჩემპიონატში, "ზალცბურგის" 10-წლიანი დომინაციის დასრულების შანსი აქვს. ამ მომენტისთვის, კიტეიშვილის გუნდს უახლოეს მდევარზე 4 ქულით მეტი აქვს, გათამაშების დასრულებამდე კი 2 ტურია დარჩენილი და აქედან ერთ-ერთში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, "შტურმი" ტიტულს 2011 წლის შემდეგ პირველად მოიპოვებს.

სხვა სტატიები