გიორგი მიქაუტაძე: "საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთანაც მითამაშია, კვარაა"
4 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალურ ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეს ჰკითხეს, თუ ვის მიიჩნევს საუკეთესო ფეხბურთელად, რომლის გვერდითაც უთამაშია, რაზეც 24 წლის ქართველმა ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
"ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი რომლის გვერდითაც მითამაშია? საკმაოდ ბევრი ასეთი ფეხბურთელია, მაგრამ თუ მაინც და მაინც კონკრეტულად უნდა დავასახელო, მაშინ კვარა, საქართველოს ნაკრებიდან. დიდებული ფეხბურთელი. რაშია ის საუკეთესო? მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია.
ხვიჩა კვარაცხელია იმ კატეგორიის ფეხბურთელია, რომელსაც როგორც დრიბლინგი, ისე გოლების გატანა კარგად ეხერხება. შეუძლია პენალტების და საჯარიმო დარტყმების შესრულება, კუთხურების კარგად მოწოდება, მოკლედ ის სრულყოფილი ფეხბურთელია და ყველაფერში ძალიან კარგია", - ამბობს 24 წლის ქართველი ფეხბურთელი.
ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 17 გოლი აქვს გატანილი, ხოლო გიორგი მიქაუტაძის აქტივში 16 შედეგიანი დარტყმაა, ორივე მათგანი შოთა არველაძის რეკორდის (26) მოსახსნელად და გუნდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის იბრძვის.