Belive

ვილი სანიოლი: "ვხვდები, რომ ფეხბურთელები ახალი გამოწვევებისთვის მზად არიან"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შემადგენლობა გამოაცხადა. ნაკრებში 23 ფეხბურთელის გამოძახების შემდეგ, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, სანიოლმა არაერთი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.

"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სექტემბერში, შეკითხვა, რომელსაც ჩემს თავს ვუსვამდი, გახლდათ, თუ როგორ მიუდგებოდნენ ფეხბურთელები ახალ ციკლს. ვფიქრობ, ყველა მოლოდინი გადაჭარბებით შესრულდა და კარგი მატჩები ჩავატარეთ.

უკრაინასა და ალბანეთზე საუბრისას შემიძლია ვთქვა, რომ ორივე მეტოქე ძალიან ძლიერია და მარტივი მატჩები არ გველის.

გიორგი მიქაუტაძე მართლაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ჩვენ მას ყველანაირად დავეხმარებით და არ დავივიწყებთ ყველა იმ სიკეთეს, რაც მან ჩვენი ნაკრებისთვის გასული წლების განმავლობაში გააკეთა.

გიორგი გულიაშვილს ჩვენ დიდი ხანია თვალს ვადევნებ და მისი გამოძახება ევროპის ჩემპიონატზე ნაადრევად ჩავთვალე, ახლა კი მან სეზონის ბრწყინვალე დასაწყისით ნაკრებში თავისი ადგილი დაიმსახურა.

ორივე მხარე მიღწეული შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვართ, მაგრამ ჯერ თანამშრომლობის გაგრძელებაზე უფრო მეტად პრიორიტეტული ოქტომბრის მატჩები და იქ წარმატების მიღწევაა.

მსურს დავინახო, სექტემბერი გამონაკლისი გამოდგა, თუ ეს მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია. მე მუდმივად ვესაუბრები ფეხბურთელებს და ვგრძნობ, რომ ისინი ახალი გამოწვევებისთვის მზად იქნებიან.

ანტონიო კონტესთან თანამშრომლობა ხვიჩა კვარაცხელიასთვის ნაყოფიერი გამოდგა, ამიტომაც, ის ამ სეზონში უკეთ თამაშობს.

უკრაინის ნაკრებს ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ისინი და არამხოლოდ ისინი, გაცილებით უფრო მეტად სერიოზულად გვაფასებენ. ჩვენ განსხვავებული სტილის ფეხბურთს ვთამაშობთ და სასიამოვნოდ საყურებელი მატჩის მოლოდინი გვაქვს", - ამბობს ვილი სანიოლი.

საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინას, ხოლო 14 რიცხვში, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ალბანეთს შეხვდება.

სხვა სტატიები