Belive

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში გრაცის "შტურმი" "ლინცს" ესტუმრა და ოთარ კიტეიშვილის გუნდმა 1:2 გაიმარჯვა. გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. კიტე მატჩში მეორე ტაიმის 58-ე წუთზე ჩაერთო და 71-ე წუთზე უკვე გოლი გაიტანა. Sofascore-მა ოთარ კიტეიშვილს ყველაზე მაღალი 8.0 შეფასება დაუწერა, აღნიშნულმა საფეხბურთო საიტმა ქართველი ფეხბურთელი მე-8 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

მეკარე: სიმონ შპარი ("კლაგენფურტი")

მცველები: ნიკლას შერენჩი ("კლაგენფურტი"), იანიკ რობაჩი ("კლაგენფურტი"), კამილ პიატკოვსკი ("ზალცბურგი")

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (გრაცის "შტურმი"), ოსკარ გლოხი ("ზალცბურგი"), ნიკოლას კაპალდო ("ზალცბურგი"), კრისტოფერ ვერნიცნიგი ("კლაგენფურტი")

თავმსხმელები: ტომას გოიგინგერი ("ლინცი"), გუიდო ბურგსტალერი (ვენის "რაპიდი"), ადამ დაგჰიმი ("ზალცბურგი")

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო თერთმეტეულში

სხვა სტატიები