Belive

ოთარ კიტეიშვილის შეფასება ლინცის წინააღმდეგ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში გრაცის "შტურმი" "ლინცს" ესტუმრა და ოთარ კიტეიშვილის გუნდმა 1:2 გაიმარჯვა. გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.

კიტე მატჩში მეორე ტაიმის 58-ე წუთზე ჩაერთო და 71-ე წუთზე უკვე გოლი გაიტანა. Sofascore-მა ოთარ კიტეიშვილს ყველაზე მაღალი 8.0 შეფასება დაუწერა, ის ბურთს 37-ჯერ შეეხო, 21 გადაცემიდან 14 ზუსტი იყო (67%), კარში ერთხელ დაარტყა და გაიტანა, 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 3 წარმატებით შეასრულა, 10 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 7-ში გამარჯვებული დარჩა.

მომდევნო შეხვედრას გრაცის "შტურმი" 2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ბრიუგეს" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები