Belive

გამარჯვება სტუმრად და 4-მატჩიანი წაუგებელი სერია | არველაძის ქაშიმფაშამ სეზონში მეორედ მოიგო

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

​საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, შოთა არველაძის გაწვრთნილ ქაშიმფაშას კარგი პერიოდი უდგას.

სტამბოლის წარმომადგენელი გუნდი 4 მატჩია არ აგებს და 28 სექტემბერს სტუმრად, რიზესპორთან გამარჯვებაც მოიპოვა.

ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება მატჩის 93-ე წუთზე გატანილი გოლით მოახერხა და სუპერ ლიგის ახალ სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა.

ორ მოგებას შორის ნათამაშები ორი ფრით შოთა არველაძის გუნდს 4-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა და 8 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს ქაშიმფაშა 5 ოქტომბერს, ქონიასპორთან საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები