Belive

"ორივე მხარისთვის მომგებიანი შეთანხმება" - კვარაცხელია და ნაპოლი კონტრაქტის გაგრძელებას უახლოვდებიან

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული იტალიური მედია საშუალება la gazzetta dello sport ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თემაზე საუბრობს.

სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, "ნაპოლი" ნიგერიელ ვარსკვლავს გაუშვებს და გუნდის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის ამოცანაა, რომ ორიდან ერთ-ერთი ლიდერის შენარჩუნება სულ მცირე ერთი სეზონით მაინც მოახერხოს.

ამ მიზეზით, რამდენიმე დღის წინ, "ნაპოლის" ხელმძღვანელობასა და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის წარმომადგენლებს შორის გასაუბრება შედგა, სადაც მათ კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ ისაუბრეს.

ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს ვარიანტი, რომელიც ყველასთვის მისაღები გახლავთ. საუბარია იმის შესახებ, რომ ქართველი ფეხბურთელი "ნაპოლის" ახალი პროექტის ფუნდამენტური დასაყრდენი გახდეს, მისი შემოსავალი კი სულ მცირე 3-ჯერ გაიზარდოს.

სავარაუდოა რომ, გადაწყვეტილება საჯარო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გახდება, რომელიც ივნის-ივლისში გერმანიის ქალაქებში გაიმართება და რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის არსებობის ისტორიაში სადებიუტო იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ამ მომენტისთვის სერია A-ში ჩატარებული 35 ტურის თავზე 51 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება და ეს ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამსვლელი საგზურია.

სხვა სტატიები