"ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა" - ვილი სანიოლი
დღეს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
საქართველო B ლიგის D ჯგუფში მოხვდა, რომელიც ასე გამოიყურება:
უნგრეთი
უკრაინა
საქართველო
ჩრდილოეთ ირლანდია
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წილისყრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა:
ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში ვნახეთ, რომ უკრაინა საკმაოდ რთული მეტოქეა. უნგრეთი ცოტა ხნის წინ, A ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კარგი შედეგები ჰქონდა, ასე რომ, რთული მატჩები გველის. ჩრდილოეთ ირლანდია კი ბრიტანული სტილის, მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია, თუმცა, ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა. საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში, ამიტომ ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, სრული კონცენტრაციითა და მოტივაციით უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებია და იმედი მაქვს, ამას სექტემბერში წარმოაჩენენ.
- ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
შეგახსენებთ, რომ კალენდარში ცვლილებაა და გასული წლებისგან განსხვავებით უეფამ გადაწყვიტა, რომ სანაკრებო მატჩებისთვის 2 ფანჯარა იქნება გამოყოფილი.
კერძოდ, ფიფას გადაწყვეტილებით 2026 წლიდან სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო შესვენებები გაერთიანდება და ნაკრებები 21 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე 4 შეხვედრას გამართავენ.
როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ეროვნული ნაკრებები 2 მატჩს სექტემბერში ატარებდნენ, 2-ს კი ოქტომბერში ახლა კი ეს შეხვედრები აღნიშნული თარიღების პერიოდში გადანაწილდება. უცვლელად დარჩა ნოემბერში ჩასატარებელი 2 მატჩის განრიგი, რომელიც 9-დან 17-მდე გაიმართება.
- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
- უნგრეთის საფეხბურთო ნაკრები
- უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
- უკრაინის საფეხბურთო ნაკრები
- ვილი სანიოლი
- საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
- უკრაინის ეროვნული ნაკრები
- უნგრეთის ნაკრები
- უკრაინის ნაკრები
- ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრები
- საქართველოს ნაკრები
- საქართველოს ეროვნული ნაკრები
- ერთა ლიგა
- უნგრეთის ეროვნული ნაკრები
- უნგრეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
- ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრები
- ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
- ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები
- ერთა ლიგა 2026/27