Belive

გიორგი მიქაუტაძე: "ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ ყველაფერი კარგადაა"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და "მეცის" თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, ლიგა 1-ის პლეი-აუთის პირველ მატჩში "სენტ-ეტიენთან" (1:2) წაგებული თამაში შეაფასა. 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა იმ ეპიზოდზეც ისაუბრა, როცა მეტოქესთან შეჯახების დროს ტკივილი იგრძნო, მაგრამ ტრავმას გადაურჩა.

"ბურთის დაჭერა გაგვიჭირდა. თამაშის აგება კონტრშეტევებზე ვცადეთ. გულშემატკივრის მხარდაჭერას ვგრძნობდით და ანგარიშის გათანაბრებაც მოვახერხეთ, მაგრამ მეორე გოლის გატანა ვეღარ შევძელით.

არ მგონია, რომ ამ მატჩისთვის შემართება და განწყობა გვაკლდა. ეს არის იმ კატეგორიის მატჩი, რომლებისთვისაც ამ პროფესიას ვირჩევთ. მონდომების ნაკლებობას ადგილი არ ჰქონია. ჩვენი ყველას სურვილი ისეთი შედეგის მიღება გახლდათ, რომელიც საშინაო შეხვედრაში კარგ განწყობას შეგვიქმნიდა.

პირველ ტაიმში გოლის გასატანად კარგი შანსი მქონდა, მაგრამ ბურთი ძელს მოვარტყი. მატჩი რომ ფრედ დასრულებულიყო, სახლში გოლის გატანის აუცილებლობა მაინც გვექნებოდა, ამიტომ არაფერი იცვლება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მატჩის სტარტზე გოლის გატანა სწრაფად მოვახერხოთ, ვნახოთ რა იქნება შემდეგ.

მეტოქესთან შეჯახების ეპიზოდში, ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. მთავარია დავისვენოთ, ძალები აღვიდგინოთ და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადოთ. საშინაო კედლებში თამაში რა თქმა უნდა, უპირატესობაა, ახლა გოლების გატანა და გამარჯვება გვჭირდება", - თქვა გიორგი მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონში, "მეცის" შემადგენლობაში 21 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები