Belive

ორი ქართველი ფორვარდი ნავბაჰორში - გიორგი ნიქაბაძემ უზბეკეთში გუნდი შეიცვალა

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გამოცდილმა ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი ნიქაბაძემ, უზბეკეთის ჩემპიონატში გუნდი შეიცვალა. ცენტრ-ფორვარდი, უზბეკური "ნეფთჩი-ფარგონადან" "ნავბაჰორ ნამანგანში გადაბარგდა.

გიორგი ნიქაბაძემ იგივე გზა გაიარა, რაც თომა ტაბატაძემ, რომელიც 2023 წლის ზაფხულში "ნეფთჩიდან" "ნავბაჰორში" გადავიდა და საკმაოდ კარგი პერიოდი გაატარა.

ამიერიდან, უზბეკური გუნდის თავდასხმაში ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. მათი გუნდი წინა სეზონში ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში მოხვდა, სადაც 15 თებერვალს ითამაშებს და საუდის არაბეთის წარმომადგენელ "ალ იტიჰადს" შეხვდება.

გიორგი ნიქაბაძეს კარიერის განმავლობაში "ნეფთჩი ფარგონას" გარდა, ლიეტუვის "ბანგის", ლანჩხუთის "გურიას", "ალაზანის", "კოლხეთი 1913-ის", "თელავის", თბილისის "მერანის", "დინამო ბათუმის", მალტური "გუდია იუნაიტედის" და წყალტუბოს "სამგურალის" შემადგენლობაში უთამაშია.

სხვა სტატიები