Belive

გულიაშვილიც იტალიაში: ქართველის დამატება სერია A-ს გუნდს სურს

3 დღის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი გულიაშვილი 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, უდიდესი ალბათობით, გუნდს შეიცვლის.

23 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატებით არაერთი გუნდი ინტერესდება, მათ შორის ევროპის ტოპ ჩემპიონატის წარმომადგენლები.

უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელის დამატება იტალიის ჩემპიონატის წარმომადგენლებს სურთ. საუბარი "უდინეზეზეა".

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ახალი სეზონისთვის, "უდინეზეს" ბევრი სიახლე ექნება და შესაძლებელია, უდინელებს ახალი მფლობელიც ჰყავდეთ, იქამდე კი რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვას შეეცდებიან, მათ შორის გიორგი გულიაშვილიც მოიაზრება.

"უდინეზე" იტალიის ელიტარულ საფეხბურთო დივიზიონში თავის 52-ე სეზონს ატარებს, საუკუნის სტარტზე გუნდი ევროპის სხვადასხვა შეჯიბრებებში რეგულარულად მონაწილეობდა, ლუჩიანო სპალეტის დამსახურებით კი 2005 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტოდაც ითამაშა. ამჟამად, გუნდი 25 ტურის შემდეგ მე-10 ადგილზეა და ევროზონას 9 ქულით ჩამორჩება.

"სარაევოს" შემადგენლობაში, ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გიორგი გულიაშვილმა 17 მატჩში 12 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რა მაჩვენებლითაც საუკეთესო ბომბარდირია, მისი გუნდი კი სამეულში იმყოფება. ასევე, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 4 მატჩში მან კიდევ 1 გოლის გატანა შეძლო, ქვეყნის თასზე კი 2 მატჩში 2 გოლი შეაგდო.

სხვა სტატიები