Belive

onzemondial: "მიქაუტაძემ მონაკოსთან შეიძლება სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, ლიგა 1-ის მეორე ტურში, "მონაკოსთან" საშინაო შეხვედრაში შესაძლებელია, ადგილი სათადარიგოთა სკამზე დაიკავოს.

ამის შესახებ ინფორმაციას onzemondial ავრცელებს, რომლის სტატიაშიც "ლიონის" სავარაუდო შემადგენლობაა განხილული. მათი ვერსიით, შეტევის ხაზში მასპინძლების ფლანგებზე საიდ ბენრაჰმა და მალიკ ფოფანა იქნებიან, ხოლო ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციას ალექსანდრ ლაკაზეტი დაიკავებს.

ამავე დროს, საუბარია იმაზეც, რომ შესაძლებელია, გიორგი მიქაუტაძემ და ალექსანდრ ლაკაზეტმა ძირითად შემადგენლობაში, ერთად ითამაშონ, მაშინ 4-3-3 ფორმაცია, რომლითაც გუნდმა "რენთან" ითამაშა, შეიცვლება.

გიორგი მიქაუტაძემ სეზონი "ლიონში" დაიწყო, მაგრამ 23 წლის თავდამსხმელს, სწორედ "მონაკოში" თამაშის შესაძლებლობა ჰქონდა. ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ საქმეში "ლიონი" ჩაერთო და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გადაიბირა.

სხვა სტატიები