საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა სომხეთის წინააღმდეგ
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში სომხეთს დაუპირისპირდება, შეხვედრა ერევანში გაიმართება.
ცნობილია თუ რა შემადგენლობით ითამაშებს საქართველო დღევანდელ შეხვედრაში:
გიორგი მამარდაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ირაკლი აზაროვი, ოთარ კაკაბაძე, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი.
შეგახსენებთ, დღევანდელ შეხვედრაში ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.
მეორე შეხვედრა 23 მარტს თბილისში გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.