Belive

onefootball: "ვინ შეძლებს მიქაუტაძის დამატებას? მონაკო ამბიციებს ზრდის"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული საფეხბურთო მედია საშუალება onefootball-ი გიორგი მიქაუტაძის შესახებ საინტერესო სტატიას შემდეგი სათაურით აქვეყნებს: "ვინ მოახერხებს მიქაუტაძის დამატებას?". სტატიაში საუბარია ქართველი ფეხბურთელის მისამართით არაერთი გუნდის ინტერესზე და განსაკუთრებული აქცენტი, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომპოვებელ "მონაკოზე".

"მეცი" ლიგა 1-ში თუ დარჩება, ეს მთლიანად გიორგი მიქაუტაძის დამსახურება იქნება. ის გასული ორი სეზონის ნამდვილი აღმოჩენა გახლავთ. ამ ბრწყინვალე სტატისტიკის მქონე ფეხბურთელმა მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნამდვილად ახალი ნაბიჯი უნდა გადადგას.

მთლიანობაში, ინტერესი დიდია, მაგრამ რამდენიმე გუნდის გაფილტრული ნუსხა უკვე არსებობს, რომელსაც მიქაუტაძის მიმართ გამოკვეთილი ინტერესი აქვს.

"რენი", "ლიონი", "მარსელი", მადრიდის "ატლეტიკო", "გალათასარაი" და "მონაკო" უკვე მკაფიოდ გამოიკვეთნენ. ყველაზე მეტად დაინტერესებული "მონაკოა", რომელიც მზად არის 10 მილიონი ევრო გადაიხადოს, რადგან უისამ ბენ იედერი შეცვალოს. ისინი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ და შესაბამისად, ამბიცია უფრო მეტად აქვთ გაზრდილი", - წერს onefootball-ი.

საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" 23 წლის ვარსკვლავს 2023/24 წლების სეზონში, "მეცის" შემადგენლობაში ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული. ზაფხულში, მისი საიჯარო ხელშეკრულება სრულდება და ის ამსტერდამულ გრანდში ბრუნდება.

სხვა სტატიები