Belive

onefootball: "ატლეტიკოს გაძლიერებისთვის გიორგი მამარდაშვილი მნიშვნელოვანია"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული ევროპული მედია საშუალება onefootball საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მადრიდის "ატლეტიკოში" პოტენციური ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

"მადრიდის "ატლეტიკო" და "ვალენსია" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურები არიან, მაგრამ ისინი განსხვავებულ გზას მიჰყვებიან. ვალენსიელებს ფინანსური სირთულეები აქვთ, რის გამოც ისინი ცდილობენ, რომ რამდენიმე ფეხბურთელის კონტრაქტის გასხვისება შეძლონ. ამ მხრივ ყველაზე მეტად კრისტიან მოსკერა, ხავი გერა და გიორგი მამარდაშვილი ჩანან.

თავის მხრივ, "როხიბლანკოსმა" მოახერხა და სახელფასო ჭერი დაარეგულირა, რადგან რამდენიმე საკმაოდ მსუყე ანაზღაურების მქონე ფეხბურთელთან თანამშრომლობა შეწყვიტა, მაგალითად, ალვარო მორატასთან, სტეფან სავიჩთან და საულ ნიგესთან. მათ რიგებს შესაძლოა, იან ობლაკი და ანხელ კორეაც მიემატნონ. რობინ ლე ნორმანისა და ალექსანდერ სორლოთის დამატება უკვე გადაწყვეტილია, მალე კი გუნდს კონორ გალაჰერი და ხულიან ალვარესიც შეუერთდებიან.

ორმა გუნდმა ერთმანეთთან მოლაპარაკება სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობის დროს უკვე რამდენჯერმე, სხვადასხვა ფეხბურთელების გარშემო აწარმოა, ახლა კი მთავარი საკითხი გიორგი მამარდაშვილს შეეხება, რომლის ტრანსფერიც მეტწილად იან ობლაკის მომავალზე დამოკიდებული.

გიორგი მამარდაშვილის დამატება მადრიდის "ატლეტიკოსთვის" გუნდის გაახალგაზრდავებისა და შემადგენლობის გაძლიერებისაკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება", - წერს onefootball.

გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მოგერიების დაგროვება მოახერხა, ამჟამად "ვალენსიასთან" ერთად წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდს გადის. უახლოესი ინფორმაციით, მისი დამატებით "ლივერპულიც" ინტერესდება.

სხვა სტატიები