Belive

"2026 წლის დასაწყისში ველოდებით" - ბუდუ ზივზივაძე ბაიერნთან მატჩსაც გამოტოვებს

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ჰაიდენჰაიმის მთავარი მწვრთნელი, ფრანკ შმიდტი, საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის ცენტრალური ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ საუბრობს.

"ბუდუ ზივზივაძე 2025 წელს ვერ ითამაშებს. მის დაბრუნებას 2026 წლის დასაწყისში ველით", - ამბობს ფრანკ შმიდტი.

2025 წელს მიუნხენის ბაიერნს კიდევ ერთი მატჩი აქვს დარჩენილი, გერმანიის ყველაზე ტიტულოვან გუნდ, მიუნხენის ბაიერნთან. ჰაიდენჰაიმმა რეკორდმაისტერს 21 დეკემბერს, საშინაო კედლებში უნდა უმასპინძლოს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე უნდა დაიწყოს.

ბუდუ ზივზივაძეს გასული 3 მატჩი ტრავმის გამო აქვს გამოტოვებული, ამ სეზონში კი გერმანიის ბუნდესლიგის 8 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ფრანკფურტის აინტრახტთან გოლის გატანაც მოახერხა.

სხვა სტატიები