Belive

ომარ თეთრაძე: "თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეროვნული ლიგა მარტივი ჩემპიონატია, იმედი მინდა გავუცრუო"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა, ომარ თეთრაძემ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ლიგისა და ქართული კლუბების საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლის შესახებ ისაუბრა.

"თუ ვინმეს ეჩვენება, რომ ეს მარტივი ჩემპიონატია, მაშინ მათთვის იმედის გაცრუება მომიწევს. გასაგებია, რომ არსებობს ორი გამოკვეთილი ფავორიტი, "დინამო თბილისი" და "დინამო ბათუმი", თუმცა გორის "დილა" და ქუთაისის "ტორპედოც" ღირსეულ დონეზე არიან.

რაც შეეხება ევროტურნირებს, უეფას ევროპის კონფერენს ლიგაზე თამაში უკვე ძლიერმა კლუბებმა დაიწყეს და კონკურენცია მაღალია.

თუ ორი "დინამოს" მდგომარეობას არ გავითვალისწინებთ, საქართველოში ინფრასტრუქტურული კუთხით ბევრი ხარვეზია", - თქვა "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ დაგროვებული 38 ქულით "საბურთალო" მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ "დინამო ბათუმს" 4 ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას თბილისური კლუბი 7 აგვისტოს, ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები