Belive

კვარაცხელია, ჩუბინიძე და განახლებული U21 | რამაზ სვანაძემ შემადგენლობა დაასახელა

19 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები უახლოეს პერიოდში ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ შეხვედრას გამართავს. მატჩებისთვის რამაზ სვანაძემ  23 ფეხბურთელი გამოიძახა.

გუნდის კაპიტანი, გაბრიელ სიგუა და შემტევი, ანდრია ბართიშვილი ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან. ახალგაზრდულ გუნდს ორი დებიუტანტი ჰყავს: გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია.

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).

მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიტვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი (კაპფენბერგი, ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი).

ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი კოხრეიძე (დინამო ბათუმი), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალეკო ბასილაძე (სლოვან ლიბერეცი, ჩეხეთი).

თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (ნიუკასლ იუნაიტედი).

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს. ხოლო 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები